Monday, March 17, 2014

ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი

პროექტის სახელი: "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი"
პროექტის მოკლე აღწერა: თემა მიძღვნილი იყო  დედა ენის დღისადმი.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებმა წარმოადგინეს ენის ისტორია დასაბამიდან დღემდე. საქართველოს ისტორიის ის პერიოდები, როცა ქართული ენის ყოფნა არყოფნის საკითხი დგებოდა. წარმოაჩინეს თუ რა ძალისხმევა ჭირდებოდა ქართველ კაცს საკუთარი ენის შესანარჩუნებლად, სცენაზე გააცოცხლეს ისტორიული   გმირები. საქართველოს მეფეები , მწერლები, საზოგადო მოღვაწეები.
მოსწავლეთა ასაკი: 13-14.
ვადები: 1 თვე.
პროექტის აქტივობები:  მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის რეჟისორ თორნიკე მარჯანიშვილთან კონსულტაციები, 
სცენარის შექმნა, სცენაზე მუშაობა, პროექტის პრეზენტაცია.
შედეგები: მოსწავლეთა პატრიოტული აღზრდა, ერის სიყვარულის ჩანერგვა, პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გღძნობის გაღვივება, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება, სცენის ხელოვნების დაუფლება.
სარგებელი სხვებისთვის: დამსწრე საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიხსენებს ქართული ერისა და ენის ისტორიას, დაფიქრდება იმ მოვალეობებზე რაც თითოეულ ჩვენგანს აქვს ერის და ქვეყნის წინაშე.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა და საქართველოს ისტორია.

ქუთაისის N17 საჯარო სკოლა.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ირინე ჯინჯიხაძე.
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: irinejinjixadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: 
http://jinjixadze.blogspot.com/